ფეხბურთი

0:31 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ძალიან კმაყოფილი ვარ, შარშან ასეთ მატჩებს ვერ ვიგებდით"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ხეტაფესთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია. ნიდერლანდელის თქმით, გასულ სეზონში „ბარსა“ მსგავს მატჩებში ქულებს კარგავდა, ახლა კი მოიგო.

„რთული თამაში იყო, „ხეტაფე“ ძლიერი გუნდია. კარგად დავიწყეთ და გოლი გავიტანეთ, მაგრამ მათ ანგარიში მალე გაათანაბრეს. თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე საგოლე შანსი შევქმენით.

ვფიქრობ, მეორე ტაიმი უფრო ცუდად დავიწყეთ, ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, მაგრამ სწორი დამოკიდებულება გვქონდა, რამაც მოგვცა საშუალება მატჩი გამარჯვებამდე მიგვეყვანა - შარშანდელისგან განსხვავებით, როცა მსგავს მატჩებში ქულები დავკარგეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ.

გუნდში ცვლილებები მოხდა, სახეზე მივიღეთ საუკეთესო ფეხბურთელი დეპაის სახით, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. დღეს მან ეს გააკეთა, ისევე, როგორც გასულ კვირას. დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ და „ხეტაფეს“ მცირე საგოლე შანსები ჰქონდა. სახლში უნდა მოვიგოთ, შარშან აქ ქულებს ვკარგავდით, წელს კი უკვე ორი გამარჯვება გვაქვს“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ სამ ტურში 7 ქულა აქვს მოპოვებული და ლა ლიგის ერთ-ერთი თანალიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.177505