სხვა

1:10 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ოქროს მედალი იქერცლება, თუმცა...

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები თავს იმით იწონებდნენ, რომ ოლიმპიური მედლები, გარემოსადმი მეგობრული მიდგომით, ელექტრონიკის გადამუშავებული ნაწილებისგან დაამზადეს. ამასთან, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, მთლიანად ერთგვაროვან მეტალისგან (შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოსგან) დამზადდა, ოქროს მედლები კი ოქროს თხელი აპკით დაიფარა.

მაგრამ როგორც ჩანს, ხანდახან ხარისხთან პრობლემა იაპონელებსაც აქვთ ხოლმე - ჩინელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟუ სიუეინმა, ვინც ოქროს მედალს ტანვარჯიშში დაეუფლა, სოციალურ ქსელში თავისი მედლის ფოტო დადო, რომელზეც ჩანს, რომ მედლის ნაწილი დაზიანებულია.

„თქვენი მედლებიც ასე იქერცლება?“ - ფოტოს მინაწერში, სხვა ოლიმპიურ ჩემპიონებს ეკითხება ჟუ. ის ყვება, რომ თავიდან მედალზე მუქი ლაქა შენიშნა და თითით გაწმენდა სცადა, მაგრამ არაფერი შეიცვალა. მერე კი ლაქა თანდათან გაიზარდა.

ჟუმ უამრავი გამოხმაურება მიიღო, მათ შორის, ცურვაში ოლიმპიურ ჩემპიონ ვან შუნისგან, ვინც ასევე დაწერა, რომ მისი მედალიც იქერცლება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა, ჩინურ ტაბლოიდ „გლობალ ტაიმსთან“ განაცხადეს, რომ საშიში არაფერია. აქერცლილი მასალა ოქრო არაა. ესაა დამცავი ფენა, რომელმაც მედალი ნაკაწრებისგან უნდა დაიცვას.

ცნობისათვის, ოლიმპიური ოქროს მედლების დასამზადებლად, ორგანიზატორებმა საზოგადოებისგან შეწირული ძველი მობილური ტელეფონები გამოიყენეს. 2017-2019 წლებში, ჯამში ათიათასობით ტელეფონი და სხვა ელექტრონიკა შეაგროვეს, მათგან ოქრო გამოადნეს, რომლითაც შემდეგ მედლები დაფარეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161676