სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:30 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ეიდურ გუდიონსენის შვილი შეიყვანა

მადრიდის „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ცნობილი ისლანდიელი ფეხბურთელის, ეიდურ გუდიონსენის შვილი, ანდრი გუდიონსენი მოხვდა.

19 წლის ფორვარდი „სამეფო კლუბის“ მეორე გუნდში თამაშობს და განაცხადშიც, როგორც ახალგაზრდული გუნდის წევრი მოხვდა. მას რამდენიმე დღის წინ ისლანდიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

ეიდურის ვაჟმა ფეხბურთის თამაში „ბარსელონას“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ შემდეგ „ესპანიოლში“ გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან „რეალს“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091863