„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2021-22 წლების სეზონის მესამე, საგანგებო ფორმის ფოტოები წარადგინა.
დიზაინი ახალგაზრდა ბარსელონელი მხატვრების მიერაა შექმნილი. ამ ფორმას კლუბის ვაჟთა და ქალთა გუნდები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მოირგებენ.
2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში „ბარსელონა“ E ჯგუფში მოხვდა „ბაიერნთან,“ „ბენფიკასთან“ და კიევის „დინამოსთან“ ერთად.






