ქროსში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მომავალ წელს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2023 წელს გაიმართება. ჩემპიონატს ავსტრალია მასპინძლობს, სადაც ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, მკაცრი აკრძალვები მოქმედებს და ამის გამო, იქ არაერთი საერთაშორისო შეჯიბრი გაუქმდა.
პანდემიის გამო, ავსტრალიაში არაერთი ისეთი შეზღუდვა მოქმედებს, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარებას ართულებს. ესაა სასტუმროში 14-დღიანი კარანტინი, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვის შეზღუდვა და ლიმიტირებული შიდა გადაადგილება.
მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაცია და ქროსში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი აცხადებენ, რომ მთავარი შეზღუდვა, რომელიც ერთდღიანი შეჯიბრის ჩატარებას შეუძლებელს ხდის, ორკვირიანი კარანტინია. მის გამო, ჩემპიონატზე მონაწილეობა ბევრი ძლიერი მორბენლისთვის არაპრაქტიკულია.
მსოფლიო ჩემპიონატის პირვანდელი თარიღი, 2022 წლის 19 თებერვალი იყო. მასპინძელი ქალაქი ახალი სამხრეთ უელსის ბათარსტია. ჩემპიონატი იქვე, 2023 წლის 18 თებერვალს ჩატარდება.







