მოტორგრანპრის მიმდინარე სეზონის კალენდარი 18 ეტაპამდ ეშემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, არგენტინის დიდი პრიზი ზედიზედ მეორედ გაუქმდა. ამის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ კალენდარს სხვა რბოლა აღარ დაემატება.
თავდაპირველად, რბოლის ორგანიზატორთა თხოვნით, არგენტინული ეტაპი სეზონის ბოლოსთვის გადაიტანეს. მაგრამ საბოლოოდ, ავსტრალიის, ტაილანდის, იაპონიის და ფინეთის დიდი პრიზების მსგავსად, ეს რბოლაც გაუქმდა. მთავარი მიზეზი, საერთაშორისო მგზავრობაზე, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებია.
უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიაში ორი ეტაპი გაიმართება. ორივე რბოლას მისანო უმასპინძლებს. პირველი იტალიის დიდი პრიზია და ის ამ უქმეებზე, 17-19 სექტემბერს ჩატარდბა. მეორე რბოლა კი, რომელსაც „მეიდ ინ იტალი ენდ ემილია რომანია გრან პრი“ უწოდეს, 22-24 ოქტომბერს გაიმართება.







