სხვა

1:45 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელი ოლიმპიური ჩემპიონი კოვიდ-ით ჰოსპიტალში მოხვდა

ავსტრალიელი ოლიმპიური ჩემპიონა მადი უილსონი კორონავირუსით დაავადდა და გართულების გამო, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უილსონს ოლიმპიური ოქრო, 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილის ესტაფეტაში აქვს მოპოვებული. თავისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია, მან ინსტაგრამით გაავრცელა.

27 წლის მოცურავეს ვაქცინა ორჯერ აქვს გაკეთებული, მაგრამ ამის მიუხედავად, ვირუსით მაინც დაავადდა. ის იტალიაში იმყოფება, სადაც მოცურავეთა საერთაშორისო ლიგის საკლუბო შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა. მკურნალობის კურსსაც იტალიაში გაივლის.

უილსონი ამბობს, რომ ტკივილები ჰქონდა მკერდის არეში და ფილტვებზე, რის გამოც, მისი ჰოსპიტალიზაცია გადაწყდა. „საშინლად არ გამიმართლა. კოვიდი სერიოზული რამაა და როცა შეგეყრება, მასთან ბრძოლა რთულია. სისულელე იქნება თუ ვიტყვი, რომ მისი შიში არ მქონდა“, - ყვება უილსონი.

ის ყვება, რომ ორმაგი ვაქცინაცია აქვს გაკეთებული და სიფრთხილესაც იჩენდა, მაგრამ ვირუსი მაინც შეეყარა. მისი თქმით, დაძაბული რამდენიმე თვე ჰქონდა და შესაძლოა, ფიზიკურად და მორალურად გამოიფიტა. ამან კი ვირუსისადმი მედეგობაზე უარყოფითად იმოქმედა.

უილსონი საკუთარი ინსტაგრამის მიმდევრებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ის თვლის, რომ ვაქცინა ადამიანებს მძიმე დაავადებისგან იცავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093094