სხვა

17:58 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახი ასანიძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მეორე ადგილით დაასრულა

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა როვანიემში (ფინეთი) 20 და 23- წლამდელებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე 4 მედალი მოიპოვა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახი ასანიძემ 23-წლამდელებში სამი მედალი მიიღო. მან ატაცში 146 კილოგრამი დაძლია, რამაც ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ასანიძემ უკეთ იასპარეზა აკვრაში - 174 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი ერგო. ასევე მეორე იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 320 კილოგრამით.

ორი დღით ადრე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა არჩილ მალაყმაძემ.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091023