სხვა

3:17 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარათონზე ფორმულა 1-ის ეკიპირებით

ლონდონის მარათონზე, რომელიც კვირას გაიმართება, ერთი მონაწილე ფორმულა 1-ის კომბინეზონით და ჩაფხუტით იაპარეზებს. მოყვარული მორბენალის სახელია ჯორჯ კროუფორდი. მას ეკიპირება „ასტონ მარტინმა“გადასცა. ეს ის ეკიპირებაა, რომლითაც კანადელმა ლანს სტროლმა სპაში, ზანდფოორტსა და მონცაში იასპარეზა.

კროუფორდის მიზანი უბრალოდ ორიგინალობა და თავის გამოჩენა არაა. მისი მიზანი ისაა, რომ საქველმოქმედო ინიციატივისადმი ყურადღება მიიპყროს. ქველმოქმედება ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის ფულად სახსრების შეგროვებას ეხება.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ თუ კროუფორდი ასეთი უჩვეულო ეკიპირებით, დისტანციის დასრულებას შეძლებს (თუ ამის საშუალებას სარბოლო ფეხსაცმელი მისცემს), მას გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა „არ ასცდება“. გინესის წიგნის ორგანზატორები მისით ყველა ვარიანტში დაინტერესდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162707