ბაჰრეინელმა კალკიდან გეზაჰენემ ჟენევაში ასპარეზობისას, ქალთა შორის 10 კილომეტრზე საგზაო გარბენში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. დისტანცია მან 29 წუთსა და 38 წამში გაირბინა და ძველი რეკორდი ხუთი წამით გააუმჯობესა. ოღონდ, ეს რეკორდი ისეთი გარბენებისთვისაა, რომელშიც ქალებთან ერთად, მამაკაცებიც ასპარეზობენ.
ეთიოპიაში დაბადებულ 30 წლის მორბენალს, ტოკიოს ოლიმპიადაზე 10 000 მეტრზე (ტრეკზე) ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. იქ მას მხოლოდ ჰოლანდიელმა სიფან ჰასანმა აჯობა. ჟენევაში მან კენიელი ჯოისილინ ჯეპკოსგეის მიერ 2017 წელს დამყარებული რეკორდი (29.43) გააუმჯობესა.
კენიელი აგნეს ტიროპი, გასულ თვეში, მხოლოდ ქალთა გარბენში მსოფლიოს რეკორდი (30.01) დაამყარა, ჟენევაში მეორე ადგილს დასჯერდა. მისი თანამემამულე ცელიფინ ჩესპოლი კი მესამე ადგილს დასჯერდა.
მამაკაცთა შორის გამარჯვება მოიპოვა ნახევარ მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელმა, ეთიოპიელმა კიბივოტ კანდიმ, ვინც ფინიშის ხაზი 26 წუთსა და 51 წამში გადაკვეთა.







