სხვა

14:19 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუბროვნიკში გაიმართა სპორტსმენთა მე - 6 ასამბლეა

ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში გაიმართა ევროპის სპორტსმენთა მე-6 ასამბლეა, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპორტსმენთა კომისიის ახალი წევრები აირჩიეს.

ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა EOC-ის პრეზიდენტის სპიროს კაპრალოსის, EOC-ის გენერალური მდივნის რაფაელ პანოცის, EOC-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრისა და ხორვატიის NOC- ის პრეზიდენტის ზლატკო მატესას მისასალმებელი სიტყვებით.

EOC და IOC სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარეებმა -გერდ კანტერმა და ემა ტერჰომ წარმოადგინეს ანგარიში კომისიების მიმდინარე საქმიანობის შესახებ და ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ 70 -ზე მეტი სპორტსმენი და NOC-ის დელეგატები ევროპიდან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები - ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი და მოცურავე მარიამ იმნაძე.

ასამბლეაზე EOC-ის სპორტსმენთა კომისიაში არჩეული იქნა რვა წევრი.მომდევნო ორი წლის ვადით კომისიას უხელმძღვანელებს ესტონელი გერდ კანტერი.

EOC-ის პრეზიდენტმა კაპრალოსმა არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა სპორტსმენთა კომისიის ახალ შემადგენლობას.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089424