ფეხბურთი

15:20 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის თარიღი

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2022 წლის 9 ოქტომბერს გაიმართება ფრანკფურტის საგამოფენო ცენტრში - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

წილისყრის შედეგად, ევროპის 54 ქვეყნის ეროვნული გუნდი ჯგუფებში გადანაწილდება. სულ 23 საგზური გათამაშდება. მათ ტურნირის მასპინძელი გერმანია დაემატება.

ორიოდ დღის წინათ, უეფამ ევრო 2024-ის ოფიციალური ლოგოც წარმოადგინა, რომელიც ექვს ფერს შეიცავს, რომლებიც ევროპის 55-ვე ქვეყნის დროშებშია გამოყენებული.

თეგებიევრო 2024
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175931