დუხვი ლი, ტაეკვონდოს ინსტრუქტორია. ის ტაეკვონდოს სამშობლოდან, სამხრეთ კორეიდანაა და საქართველოში, ტაეკვონდოს განვითარების პროგრამით იმყოფება. მისი მისია ტაეკვონდოს კიდევ უფრო პოპულარიზაციაა.
მასტერ ლი, 2021 წლის მაისიდან, საქართველოს ტაეკვონდოს იუნიორთა ნაკრების მთავარი მწვრთელია, მას მწვრთნელობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. 2019 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში იყო მანჩესტერში, მანამდე 2013 წელს - ინდონეზიის, ხოლო 2015 და 2017 წელს, ლესოთოს ეროვნული გუნდები ყავდა მსოფლიო ჩემპიონატებზე წაყვანილი. 2010-2011 წლებში ბუსანის დინგას უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი იყო სამხრეთ კორეაში. ვიდრე მწვრთნელი გახდებოდა, თავადც სპორტსმენი იყო და ამ ეს გარემოება ძალიან დაეხმარა მწვრთნელობის დროს. დუხვი ლი მეექვსე დანის მფლობელია, რაც მის ოსტატობის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
თავდაპირველად, ტაეკვონდოზე მისვლა მამის რჩევით გადაწყვიტა, ისევე როგორც ყველა კორეელთა უმეტესობისთვის, ტაეკვონოდო სპორტის საყვარელი სახეობაა და მამაც ურჩია რომ საკუთარი ძალები ეცადა.
როცა ვარჯიში დაიწყო, ძირითად დროს სწორედ ტაეკვონდოს უთმობდა და შედეგიც მალე დადგა, კორეის ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო - " ამის შემდეგ კვლავ გავაგრძელე ასპარეზობა და მრავალჯერ გავიმარჯვე სხვადასხვა შეჯიბრებებში. ამან ჩემს მიმართ ინტერესი გაზარდა და ეროვნული გუნდის წევრიც გავხდი, რაც ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარი ოცნებაა"
ვარჯიშის პარალელურად მწრთნელობითაც დაინტერესდა და როგორც კი სპორტსმენის კარიერა დაასრულა, ბუსანის დინგას უნივერსიტეტში დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა.
2011 წელს მიიღო მიწვევა, რათა მოემზადებინა ინდონეზიის ნაკრები გუნდი და შემდეგ, როგორც კი გაიარა "კუკივონის" (მსოფლიოს ტაეკვონდოს მმართველი ორგანიზაცია) მწვრთნელის ტესტები, ტაეკვონდოს განვითარების პროგრამის მწვრთნელის სტატუსით გაეგმზავრა ინდონეზიაში, ამის შემდეგ მყოფებოდა აფრიკაში, კონკრეტულად კი ლესოთოში, 2018 წლიდან კი საქართველოშია - "საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციიდან გამოგზავნილი იყო წერილი, "კუკივონს" სთოხვდნენ რომ საქართველოში გამოეგზავნათ ტაეკვონდოს ორთაბრძოლების ოსტატი. ეს ყველაფერი ჩემს გეგმებს ემთხვეოდა, იყო საინტერესო გამოწვევა და ამ გადმოსახედიდან ვთვლი რომ ძალიან კარგი არჩევანიც. განსაკუთრებით მომწონს აქაური ხალხის თავაზიანობა, სტუმართმოყვარეობა და მეგობრული დამოკიდებულებ. ძალიან მომწონს ქართული ღვინო და კერძები" - გვიყვება მასტერ ლი
სანამ აქ ჩამოვიდოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ მხოლოდ სახელი ჰქონდა გაგებული და არც ქართული ტაეკვონდოს შესახებ ჰქონია დიდი ცოდნა - " მხოლოდ რამოდენიმეჯერ მყავდა ნანახი სპორტსმენთა მცირე ჯგუფი მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რომლებიც საკმაოდ ნორმალურ დონეზე ასპარეზობდნენ და უფრო მაღალ შედეგბს იმიტომ ვერ აღწევდნენ რომ ამ ქვეყანაში, ტაეკვონდო არ იყო მასშტაბური" - დუხვი ლი
საქართველოში ჩამოსვლის შედეგ, მისი პრიორიტეტი სწორედ, მასშტაბურობის გაზრდაში ხელშეწყობა. მასტერ ლი იმედიანი განწყობით გვეუსაუბრება სამომავლო გეგმებზე - "მე გავაკეთებ ჩემ მაქსიმუმს რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა შევასრულო. ჩვენ უნდა ვიშრომოთ ბევრი. მე კარგად ვიცნობ ქართველ სპორტსმენებს და მომავალს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. როგორც კი ეპიდსიტუაცია დარეგულირდება, მაქვს ბევრი გეგმა, სამხრეთ კორეის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებნებთან ერთობლივი სემინარების და შეჯიბრების ჩატარების"
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადასაც ძალიან დიდი იმედით ელოდება: "ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის და იქ წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში ძალიან დიდი შრომაა საჭირო. აუცილებელია რომ ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში, ეს ძალიან დიდი გამოცდილებას მოუტანს სპორტსმენებს და მჯერა რომ 2024 წელს, საქართველოს დროშა, იქნება პრიზის ოლიმპიურ დარბაზში" - დუხვი ლი
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური







