სხვა

3:31 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელმა ჩალმერსმა 100 მეტრზე თავისუფალში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ავსტრალიელმა მოცურავემ, კაილი ჩალმერსმა, 100 მეტრზე თავისუფალ სტილში, ქალაქ ყაზანის (რუსეთი) მოკლე აუზში მსოფლიო თასზე ასპარეზობისას, მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

23 წლის მოცურავემ ჯერ 50 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმარჯვა, შემდეგ კი 100 მეტრი 44.84 წამში გაცურა და 0.10 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ფრანგ ამორი ლევოს 2008 წელს აქვს დამყარებული.

მეორე ადგილზე გასული რუსი ვლადიმირ მოროზოვი გამარჯვებულს თითქმის წამნახევრით ჩამორჩა. მესამეზე კი მისი თანამემამულე კლიმენტ კოლესნიკოვი გავიდა.

ჩალმერსმა 100 მეტრზე თავისუფალ სტილში, რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მაგრამ ტოკიოში ვერცხლს დასჯერდა. ის ამერიკელ ქეილებ დრესელთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09664