ფეხბურთი

14:07 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ინგლისთან ამხანაგური მატჩისთვის

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 7 ნოემბრიდან შეკრებას დაიწყებს და მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გუნდში 22 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორისაა ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფეშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, 18:00 საათზე ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ისინი ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ შეხვდებიან. წინა სამი თამაშიდან ორი ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა. 1996 წლის 8 ნოემბერს, ერთი მატჩი სწორედ ბათუმში გაიმართა და ალბიონელებმა 1:0 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისგან თავისუფალია, რადგან რუმინეთთან ერთად ფინალური ტურნირის თანამასპინძელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096659