არგენტინის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევი ლიონელ მესი ტრავმირებულია და ლიგა 1-ის მომავალ შეხვედრას "ბორდოს" წინააღმდეგ გამოტოვებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელს მუხლის და ბარძაყის არეში ტკივილები აქვს და მკურნალობას გადის.
ასევე, შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლეანდრო პარედესი, მარკო ვერატი, სერხიო რამოსი, რაფინია და პრესნელ კიმპემბე. ჯერჯერობით უცნობია მესი სანაკრებო შეხვედრებში თუ მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე სეზონში ლეომ პსჟ-ს რიგებში რვა შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.





