სხვა

0:47 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტრავმა მიიღო

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იაპონელ ფიგურულად მოციგურავე იუზურუ ჰანიუს შანსი, პეკინის ოლიმპიადაზე მესამე ოლიმპიურ ოქროსაც დაეუფლოს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კანჭის ტრავმის გამო, ის ტოკიოს ტურნირს გამოეთიშა.

პეკინის ზამთრის დაწყებამდე სამი თვეა დარჩენილი და თუ ჰანიუ ტრავმის მოშუშებას შეძლებს, არსებობს იმის შანსი, რომ ოლიმპიადისთვის შესაფერისად მომზადება ვერ მოასწროს. როგორც იაპონიის ციგურაობის ფედერაცია აცხადებს, 26 წლის ჰანიუს მუხლის მყესი აქვს დაზიანებული. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ამაზე ჯერ ლაპარაკი არაა.

„ერთხელ დავეცი და ტრავმა მივიღე. ძალიან საწყენია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყინულზე რაც შეიძლება, სწრაფად დავბრუნდე“, - ამბობს ჰანიუ, ვინც პირველი ოლიმპიური ოქრო სოჭში, 2014 წელს მოიპოვა, მეორედ კი ჩემპიონი 2018 წელს, პიონჩანში გახდა.

აღსანიშნავია, რომ პიონჩანის თამაშების წინაც, მან ტრავმა მიიღო, რის გამოც, ორი თვე გაუცდა. თუმცა მისი მოშუშებაც მოასწრო, ფორმაშიც დროულად შევიდა და ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაც შეინარჩუნა. ბოლო 66 წელიწადში ის გახდა პირველი მამაკაცი მოციგურავე, ვინც ზედიზედ ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.198499