მადრიდის "რეალს" გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ ტონი კროოსთან კონტრაქტის გაახანგრძლივება უნდა. ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს, რომელმაც პოსტი საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა მზადაა 31 წლის გერმანელთან მოლაპარაკება დაიწყოს და მას ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე შესთავაზოს.
გეტყვით, რომ კროოსი "რეალში" 2014 წლიდან თამაშობს და მისი მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა. მიმდინარე სეზონში ტონიმ „რეალის“ მაისურით, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 9 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, გოლი არ გაუტანია.









