ფეხბურთი

18:39 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ პატარა ირლანდიელი ქომაგი გაახარა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიელი გულშემატკივარი გაახარა, რომელსაც მაისური აჩუქა.

ირლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ მოედანზე პატარა გოგონა შეიჭრა, რომელიც რონალდუსთან აცრემლებული მივიდა და პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კარგი რეაქცია გამოავლინა. მან გულშემატკივარს მაისური აჩუქა და ჩაეხუტა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუს წარმატებული თამაში არ ჰქონია, მაინც შეძლო პირადი ქომაგი გაახარა.

ირლანდია - პორტუგალიის თამაში უგოლოდ დასრულდა, რის შედეგადაც, ბოლო ტურში ფერნანდუ სანტუშის გუნდი ჯგუფში ლიდერია, სერბეთს ბურთების უკეთესი ბალანსით უსწრებს და ბოლო ტურში სწორედ სერბეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ქულაც ჰყოფნის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149476