ფეხბურთი

22:45 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა ადეიემის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს

კატალონიის „ბარსელონას“ ავსტრიული „ზალცბურგის“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი კარიმ ადეიემი დაუკავშირეს.

Sport 1-ის ცნობით, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა 19 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ადეიემის მსურველები არ აკლია, მათ შორის „ბაიერნი“ და „დორტმუნდიც“ არიან.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა შემტევმა ყველა ტურნირზე 18 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას გერმანიის ნაკრებში უკვე სამჯერ აქვს ნათამაშები და თავი ერთხელ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092735