ქართველი გეიმერი რატი ნანავა eFootball-ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ფინალში მექსიკელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. გადამწყვეტი ბრძოლის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც ქართველმა 3:0 მოიგო.
ფინალამდე ნანავამ ნახევარფინალში იტალიელი მოწინააღმდეგე 3:1 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ლუქსემბურგელს 3:0 აჯობა. მანამდე იყო ჯგუფური ეტაპი, სადაც მონტენეგროელ (3:0), შრი-ლანკელ (3:1), ჩრდილოეთ მაკედონიელ (3:1) და ნიგერიელ (3:0) მეტოქეებს სძლია, ხოლო მექსიკელთან, რომელსაც მოგვიანებით ფინალში მოუგო (2:3) წააგო და პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 24 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ექვსგუნდიან ჯგუფში განაწილდნენ და პლეი-ოფში ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავიდა.
რატი ნანავამ საბოლოოდ, ყველა ბარიერი დაძლია და ქართული კიბერსპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.







