ფიფამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მეკარისა და მწვრთნელის ჯილდოზე ნომინირებულთა ვინაობა, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის.
FIFA Football Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 17 იანვარს გაიმართება და გამარჯვებულების ვინაობა ონლაინ გახდება ცნობილი. მანამდე კი, ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, რომელიც 10 დეკემბერს დასრულდება.
საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 10 ფეხბურთელია წარდგენილი და ერთ-ერთი წლის საუკეთესო მოთამაშე გახდება:
კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი)
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია)
ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი, ნორვეგია)
ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია)
ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი)
რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)
კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
ლიონელ მესი (პსჟ, საფრანგეთი)
ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე ნომინირებულები:
ანტონიო კონტე (ტოტენჰემი, იტალია)
ჰანსი ფლიკი (გერმანიის ნაკრები, გერმანია)
პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები, იტალია)
ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები, არგენტინა)
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო, არგენტინა)
ტომას ტუხელი (ჩელსი, გერმანია)
საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ნომინირებულები:
ალისონი (ლივერპული, ბრაზილია)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია)
ედუარდ მენდი (ჩელსი, სენეგალი)
მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია)
კასპერ შმეიხელი (ლესტერი, დანია)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებულები:
სტინა ბლაკსტენიუსი (ჰაკენი, შვედეთი)
აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)
ლუსი ბრონზი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
მაგდალენა ერიქსონი (ჩელსი, შვედეთი)
კაროლინ გრეჰემ ჰანსენი (ბარსელონა, ნორვეგია)
პერნილ ჰარდერი (ბარსელონა, ესპანეთი)
ჯენიფერ ჰერმოსო (ბარსელონა, ესპანეთი)
ჯი სოიუნი (ჩელსი, ავსტრალია)
სემ კერი (ჩელსი, ავსტრალია)
ვივიენ მიედემა (არსენალი, ნიდერლანდები)
ალეშია პუტელასი (ბარსელონა, ესპანეთი)
კრისტინ სინკლერი (პორტლენდი, კანადა)
ელენ უაიტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
საუკეთესო ქალთა ფეხბურთის მწვრთნელის ჯილდოზე ნომინირებულები:
ლუის კორტესი (ბარსელონა, ესპანეთი)
პეტერ გერჰარდსონი (შვედეთის ნაკრები, შვედეთი)
ემა ჰაიესი (ჩელსი, ინგლისი)
ბევერლი პრისტმანი (კანადის ნაკრები, ინგლისი)
სარინა ვიეგმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)
საუკეთესო ქალი მეკარის ჯილდოზე ნომინირებულები:
ან-ქეთრინ ბერგერი (ჩელსი, გერმანია)
კრისტიან ენდლერი (ლიონი, ჩილე)
სტეფანი ლინ მარი ლაბი (პსჟ, კანადა)
ჰედვიგ ლინდალი (ატლეტიკო, შვედეთი)
ალისა ნაეჰერი (ჩიკაგო, აშშ)
აქვე გეტყვით, რომ ფიფა იანვრის დასაწყისში თითოეულ კატეგორიაში სამ ფინალისტს დაასახელებს, ხოლო გამარჯვებულები, როგორც უკვე ვთქვით, 17 იანვარს გაირკვევა. გავიხსენოთ ისიც, რომ შარშან ეს ჯილდო რობერტ ლევანდოვსკის ერგო.









