ფეხბურთი

22:40 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ზამთარში ტრანსფერს არ ვაპირებთ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბს" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რათა სეზონის ბოლომდე ბრძოლა გააგრძელოს და არ აპირებს ვინმეს დამატებას.

"არ მიყვარს იანვრის ტრანსფერები. თუ ვინმე ჩვენთან ბედნიერი არაა, ჩვენ ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ, თუმცა არ ვაპირებთ ზამთარში ვინმეს დამატებას. ჩვენ საკმარისად ძლიერი შემადგენლობა გვყავს, რათა სეზონს ბოლომდე ვიბრძოლოთ." - ციტირებს Sky Sports-ი იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "რეალი" 15 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა 33 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში ასევე პირველ პოზიციაზეა 12 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090611