ფეხბურთი

21:15 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კსუ-ს ფუტსალის გუნდის მოთამაშე გარდაიცვალა

ფუტსალში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ფეხბურთელი დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა.

ის მეკარის პოზიციაზე თამაშობდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ივნისში ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვისაც იყო გამოძახებული.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

აქვე გეტყვით, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები, რომელიც 3 დეკემბერს იყო დაგეგმილი, არ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098573