ფეხბურთი

14:25 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "მესისთვის უფასოდ თამაში არასდროს მითხოვია, ეს ინიციატივა მისგან უნდა ყოფილიყო"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს არგენტინელ ფეხბურთელს გუნდში უფასოდ თამაში სთხოვა.

"კამათი წარმოიშვა ჩემი სიტყვების დამახინჯებული ინტერპრეტაციის გამო. მე არასოდეს მითხოვია მესისთვის კლუბში უფასოდ ეთამაშა - ეს ინიციატივა მისგან უნდა ყოფილიყო და არა ჩემგან. გარდა ამისა, ჩვენ მივხვდით, რომ მან მიიღო შთამბეჭდავი შეთავაზება სხვა კლუბისგან“, - ციტირებს AS-ი ლაპორტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" 18 წლის განმავლობაში თამაშობდა და გასულ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

0.167444