სხვა

2:50 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა ციგურაობაში გამოდევნებით რბოლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ჩქაროსნულ ციგურაობაში მსოფლიო თასის გამოდევნებით რბოლაში, რომელიც იუტაში გაიმართა, ამერიკის გუნდმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. მათ ფინიშს 3 წუთსა და 34.47 წამში მიაღწიეს და 0.21 წამით გააუმჯობესეს ძველი რეკორდი, რომელიც ჰოლანდიელებს 2020 წელს აქვთ დამყარებული. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებს 2018 წლის ზამთრის თამაშებზე მერვე ადგილი აქვთ დაკავებული.

„საქმე იოლად გამომივიდა. მე წინ ვიყავი და უნდს წინ მივუძღოდი, ბიჭები კი ისე კარგად მიმაქანებდნენ, რომ მხოლოდ ფეხების მოძრაობაც საკმარისი იყო მაღალი სიჩქარის შესანარჩუნებლად. ჩვენი გუნდის მთავარი ძლიერი მხარე ისაა, რომ ყველა ჩვენგანის აზრით, ყველაზე რთულ სამუშაოდ თვითონ ასრულებს“, - განცხადა რეკორდსმენთა გუნდის წევრმა ჯოი მანტიამ.

მამაკაცთა შორის 1 000 მეტრზე კვარცხლბეკის სამივე ადგილი ჰოლანდიელებმა დაიკავეს (ზედიზედ მესამედ). მათ შორის საუკეთესო კი თომას კროლი იყო. მეორე ადგილი ოლიმპიურ ჩემპიონ კიელდ ნუისს ერგო.

მამაკაცთა შორის 500 მეტრზე გამარჯვება იაპონელმა ვატარუ მორიშიგემ მოიპოვა, ქალთა შორის 1 500 მეტრზე კი ასევე იაპონელმა, მიჰო ტაკაგიმ გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172609