ფეხბურთი

19:49 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგს" ტედესკო ჩაიბარებს

"ლაიპციგის" ახალი მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი დომენიკო ტედესკო გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Germany ავრცელებს. ტედესკოს ასისტენტი ანდრეას ჰინკელი იქნება, ხოლო მეკარეთა მწვრთნელი - მაქს ურვანში.

ტედესკო ბოლოს მოსკოვის "სპარტაკს" წვრთნიდა 2019-2021 წლებში, ხოლო რუსულ კლუბამდე შალკეს თავკაცი იყო ორი წელიწადი. დომენიკო აღნიშნულ პოსტზე ჯესი მარშს ჩაანაცვლებს, რომელიც გასულ უქმეებზე "უნიონ ბერლინთან" მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.12984