ფეხბურთი

10:26 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების წილისყრა გაიმართა

შვეიცარიაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების 2021/22 წლის სეზონის ა და ბ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად ა ლიგაში გადასასვლელად ბულგარეთისა და ესტონეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. ა ლიგაში სამ ნაკრებს შორის გამარჯვებული გუნდი აღზევდება და მომდევნო სეზონიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის მატჩებს 2022 წლის მარტში, ბულგარეთში გამართავს.

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები კვლავ ბ ლიგაში ითამაშებს. ჩვენი გუნდი მეხუთე ჯგუფში სლოვაკეთს, ანდორას და სომხეთს დაუპირისპირდება. ა ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გადაინაცვლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის მეხუთე ჯგუფის თამაშები 2022 წლის აპრილში, ანდორაში ჩატარდება.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162588