სხვა

0:49 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საგზაო ველოსპორტში მსოფლიო ჩემპიონატზე დროზე რბოლაში ქალები და მამაკაცები ერთ ტრასაზე იასპარეზებენ

საგზაო ველორბოლაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ავსტრალიის ქალაქი ვოლონგონგი უმასპინძლებს. მასზე დროზე რბოლა ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ერთსა და იმავე ტრასაზე ჩატარდება, რაც პირველად მოხდება. გარდა ამისა, ორივე რბოლას თანაბარი დისტანცია ექნება.

მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ დროზე რბოლებით დაიწყება. როგორც წესი, ქალი მრბოლებისთვის დისტანცია უფრო მოკლეა ხოლმე, მაგრამ ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით (UCI), ამჯერად ასე არ იქნება.

„საგზაო ველოსპორტის ისტორიაში, ასე პირველად მოხდება. სეთი გადაწყვეტილება შეესაბამება UCI-ს პოლიტიკას, რომელიც გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტად თვლის“, - ნათქვამია UCI-ს განცხადებაში.

ცნობისათვის, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა რბოლის დისტანცია 30.3 კილომეტრი იყო, მამაკაცებისა კი - 43.3 კილომეტრი.

ქალაქი ვოლონგონგში, რომელიც სიდნეიდან სამხრეთით, 68 კილომეტრში მდებარეობს, მსოფლიო ჩემპიონატი 18-25 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092244