სხვა

12:42 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთში ქართველმა მოთხილამურეებმა წარმატებას მიაღწიეს

საქართველომ 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2018 წელს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხიმალურო კონგრესზე მოიპოვა. ჩემპიონატი FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის) ეგიდით ბაკურიანში გაიმართება.

მანამდე კი, საქართველოში (FIS-ის) ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის ყველა დისციპლინის მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპები უნდა გაიმართოს. შესაბამისად 2021 წელს საქართველოში სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა. ამასთანავე სკი კროსის მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად ჩატარდა ნაკრების შერეული გუნდური შეჯიბრი სწორედ ბაკურიანში.

2022 წელს საქართველო კიდევ 4 საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს. ბაკურიანში 2022 წლის ზამთრის სეზონზე გაიმართება ევროპის თასის 2 შეჯიბრი სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და გიგანტურ სლალომში. ამასთანავე, ჩატარდება მსოფლიო თასის 2 ეტაპი სლოუფსთაილის სახეობაში, თხილამურსა და სნოუბორდში. შესაბამისად, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. სწორედ ამ მოსამზადებელი სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპია საშეჯიბრო ტრასის ინსპექცია და საორგანიზაციო კომიტეტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც 11-13 ნოემბერს, ბაკურიანში შედგება.

დაგეგმილი ღონისძიებისთვის 11 ნოემბერს ბაკურიანში საორგანიზაციო მხარეების მიერ დაგეგმილი ინსპექცია ჩატარდა. საერთაშორისო პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს 2022 და 2023 წლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე სამუშაოები.

ქართველი სპორტსმენები მუდმივად ემზადებიან 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ფრისტაილის ერთ-ერთი სახეობის, სკი კროსის შეჯიბრისთვის აქტიურ მოსამზადებელ შეჯიბრებში არიან ჩართული. სწორედ 12 დეკემბერს გაემგზავრნენ საქართველოს სკი კროსის ეროვნული ნაკრების წევრები დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე ჩეხეთის სათხილამურო კურორტ მონინეცში FIS-ის სარეიტინგო ტურნირზე, სწორედ სკი კროსის სახეობაში.

14 დეკემბერს ჩეხეთის კურორტს მონინეკში Fis ის ეგიდით სკი კროსის შეჯიბრება გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა იასპარეზეს. დავით თედიაშვილმა მეორე, ბექა ბერძენიშვილმა მეოთხე და ლაშა კურტანიძემ მერვე ადგილები დაიკავეს.

შეჯიბრი ჩეხმა ჯაკუბ ლომსკიმ მოიგო.

16-18 დეკემბერს კი იტალიის კურორტებზე კარეცასა და კორტინა დამპეცოში სნოუბორდის ნაკრების წევრი რევაზ ნაზღაიძე მსოფლიო თასის ეტაპებზე გიგანტურ სლალომში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16253