სხვა

2:10 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სნოუბორდის ლეგენდა კარიერას პეკინის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებს

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სნოუბორდინგში, ამერიკელი შონ უაიტი ამბობს, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ, თავის სპორტულ კარიერას დაასრულებს. მისთვის ეს ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე გამოსვლა იქნება. ადრე ის ამბობდა, რომ შესაძლოა, კარიერა პეკინის შემდეგაც გაეგრძელებინა.

35 წლის ამერიკელი აღიარებს, რომ მაღალ დონეზე მომზადება სულ უფრო ძნელდება. „ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო გასეირნება იქნება. ამაზე ლაპარაკიც მიჭირს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება, რაღაც სუპერმენივით ვიყავი, რადგან ჰალფპაიპში ასეთ წარმატებებს ვაღწევდი. და უცებ ვაცნობიერებ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ“, - ამბობს უაიტი.

მან ჰალფპაიპში ოლიმპიური ოქროს მედლები 2006, 2010 და 2018 წლებში მოიპოვა. გარდა ამისა, ზამთრის X თამაშებზე ოქროს 13 მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, მონაწილეობდა სკეიტბორდის შეჯიბრებში.

თუ პეკინის ოლიმპიადის საგზურს დაეუფლა, იქ მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზებს. პიონჩანის ოლიმპიადაზე, ეს ტიტული მან იაპონელ აიუმუ ჰირანოსთან დაძაბულ პაექრობაში მოიპოვა. პირველ ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, აშშ-ის დიდ პრიზზე, რომელიც კოლორადოში ჩატარდა, უაიტი მერვე ადგილს დასჯერდა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა სტარტს 4 თებერვალს აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158261