სხვა

0:51 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა მედალოსანმა მოკლე აუზში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჰონ კონგელმა მოცურავემ, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელმა სიობან ჰაუგეიმ, აბუ დაბიში ასპარეზობისას, მოკლე აუზში 200 მეტრზე თავისუფალ სტილში, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

მოკლე აუზში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას, ჰაუგეიმ დისტანცია 1:50.31 -ში გაცურა და 0.12 წამით გააუმჯობესა ძველი რეკორდი, რომელიც შვედ სარა სიოსტრომს ჰქონდა დამყარებული.

„ვიცოდი, რომ მსოფლიო რეკორდთან ახლოს ვიყავი. რამდნჯერმე მის გაუმჯობესებასთან ახლოს ვიყავი. ყველა, ვინც ჩემ ირგვლივ ტრიალებს, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მე ამას შევძლებდი. მე კი ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა, რადგან ჩემთვის გეგმის შეჯიბრისთვის შედგენილი გეგმის შესრულება იყო მთავარი“, - განაცხადა რეკორდსმენმა.

ჰაუგეი პირველი ჰონკონგელი მოცურავეა, ვინც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო. ტოკიოში ის ჯერ 200 მეტრზე თავისუფალ სტილში ვერცხლს დაეუფლა, მოგვიანებით კი, 100 მეტრზე თავისუფალში კიდევ ერთი ვერცხლი აიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097131