სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:48 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ დაბადების დღე აღნიშნა, ტორტი ფეხბურთელზე მაღალი იყო

გუშინ, 20 დეკემბერს, კილიან მბაპე 23 წლის გახდა. ფეხბურთელმა ინსტაგრამში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთში ის საზეიმო ტორტთანაა გადაღებული, რომელიც მასზე მაღალია.

კილიანმა უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის ლეგენდარული პელესგან. ბრაზილიელი ამჟამად სან-პაულუს კლინიკაში მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ მბაპე „პარი-სენ-ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „მონაკოდან.“ კლუბთან არსებულ მის კონტრაქტს კი ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100121