ფეხბურთი

18:53 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფრე ყირგიზეთის ნაკრებთან

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა და ბოლო ამხანაგური მატჩი ყირგიზეთის ნაკრებთან ჩაატარა.

ეს გუნდები ერთმანეთს გუშინაც დაუპირისპირდნენ და სტუმრებმა 2:1 მოიგეს, ამჯერად კი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა და ისე, როგორც გუშინ, ახლაც ქართველები სწრაფადვე დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი ღავთაძის ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 30-ე წუთზე აზატ ისაბეკოვმა ყირგიზეთი დააწინაურა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა 31-ე წუთზე ნიკოლოზ კურტანიძის გოლით გაათანაბრა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 5 დღეში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა: სერბეთს 4:3 მოუგო, იმავე სერბეთს დაუზავდა (1:1), ყირგიზეთთან კი ჯერ წააგო (1:2) და ახლა ფრეს გამორჩა (2:2).

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე 22-29 იანვარს, აზერბაიჯანის, ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველო - ყირგიზეთი 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (2), 1:1 ღავთაძე (20, ა.გ), 1:2 ისაბეკოვი (30), 2:2 კურტანიძე (31)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09549