სხვა

15:52 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ კორეა პეკინის თამაშებზე ორ ოქროს მედალს გეგმავს

სამხრეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტი (KSOC) იმედოვნებს, რომ მისი ათლეტები, პეკინის ზამთრის თამაშებზე ოქროს ორ მედალს მოიპოვებენ, მედლების ჩათვლაში კი ქვეყნის დელეგაცია ტოპ-15-ში შევა.

პიონჩანის (სამხრეთ კორეა) 2018 წლის თამაშებზე, მასპინძელმა ქვეყანამ ხუთი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ჯამში კი მისმა ათლეტებმა 17 მედალი აიღეს. მათ შორის, რვა ვერცხლის მედალი იყო, ოთხი კი - ბრინჯაოსი. ეს სამხრეთ კორეელთა საუკეთესო შედეგია ზამთრის თამაშებზე.

პიონჩანში მოპოვებული ხუთი ოქროს მედლიდან, მათ სამი მოკლე ტრეკზე ციგურაობაში დაისაკუთრეს. მაგრამ პეკინში მათ არ ეყოლებათ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შიმ სუკ-ჰეე, ვისაც ორთვიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა სტარტს 4 თებერვალს აიღებს.

თეგებიშიმ სუკ-ჰეე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097028