ფეხბურთი

17:34 | 25.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ უსაჩუქრებოდ

„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელობისგან საშობაო საჩუქრები ვერ მიიღეს - წერს AS.

წინა წლებში პრეზიდენტები საშობაოდ მოთამაშეების წახალისებას ცდილობდნენ. ყველაზე ხშირად ციფრულ ტექნიკას ჩუქნიდნდნ ხოლმე. გუნდის წევრები ერთმანეთსაც ასაჩუქრებდნენ. მაგალითად, 2020 წელს თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, პარტნიორებს ცნობილი ფრანგული ბრენდის საფულეები უსახსოვრა.

წყაროს ინფორმაციით, წლეულს, ფინანსური კრიზისის გამო, კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გადაწყვიტა თავი შეეკავებინათ საჩუქრებისგან.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093021