ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გამოაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კიდევ სამი შეხვედრის გადადება გადაწყდა. ამგვარად, გადადებული შეხვედრების რიცხვი 70-მდე გაიზარდა.
ასეთი საგანგებო ნაბიჯების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საშობაო არდადგებიდან დაბრუნებულ არაერთ მოთამაშეს ვირუსი დაუდასტურდა. ბოლოს გადადებული სამი შეხვედრიდან, ორი „კოლორადო ავალანშსა“ და „დალას სტარზს“ შორის, ოთხშაბათს და პარასკევს უნდა გამართულიყო. მაგრამ ორივე გუნდში, ჯამში რვა მოთამაშეს აღმოაჩნდა ვირუსი, ორი კი დამხმარე ჯგუფის წევრი დაავადდა.
გარდა ამისა, გადაიდო „ჩიკაგო ბლექჰოკის“ და „ვინიპეგ ჯეტსის“ შეხვედრა. ლიგას ჯერჯერობით ალტერნატიული თარიღები არ გამოუცხადებია, თუმცა სავარაუდოდ, ისინი პეკინის ოლიმპიადის დროს გაიმართება. ცნობისათვის, NHL-ის კლუბები ოლიმპიადაზე თავის მოთამაშეებს არ უშვებენ. მიზეზი ისევ და ისევ, პანდემიაა.
NHL-ი და მოთამაშეთა ასოციაცია (NHLPA) შეთანხმდნენ, რომ გუნდებს დროებით დამტებითი მოთამაშეების აყვანის („ტაქსი შემადგენლობა“) საშუალება მისცენ, რათა შეხვედრების გადადება საჭირო აღარ გახდეს.







