პარაგვაული ფეხბურთის ლეგენდა როკე სანტა კრუზი კარიერას „ლიბერტადში“ გააგრძელებს. 40 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
სანტა კრუზი ბოლო 5 წლის განმავლობაში ასუნსიონის „ოლიმპიას“ ღირსებას იცავდა და 178 მატჩში 75 გოლი გაიტანა. კარიერაც ამ კლუბში დაიწყო, საიდანაც 1999 წელს „ბაიერნში“ გადავიდა და 2007 წლამდე გერმანულ გრანდში ჩატარებულ 238 თამაშში თავი 54-ჯერ გამოიჩინა.
სანტა კრუზი ასევე თამაშობდა „ბლექბერნ როვერსში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ბეტისში“, „მალაგასა“ და „კრუს ასულში“. პარაგვაის ნაკრებში კი როკემ 1999-2016 წლებში 112 შეხვედრაში მეტოქეები 32-ჯერ დაამწუხრა.







