ფეხბურთი

16:35 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთის ნაკრებში ტატუირებული ფეხბურთელების თამაში აიკრძალა

ჩინეთის ნაკრებში ტატუირებული ფეხბურთელები ვეღარ ითამაშებენ. ჩინეთის სპორტის სამინისტრომ ეროვნული ნაკრების წევრებს ტატუს გაკეთება აუკრძალა, ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვთ სხეულზე ტატუ, წაშლა დაავალა.

„ჩინეთის ნაკრების ფეხბურთელებს ოფიციალურად ეკრძალებათ ახალი ტატუების გაკეთება, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ტატუ უნდა დაიფაროს ვარჯიშებისა და მატჩების დროს. ამიერიდან, ტატუირებული ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახება აკრძალულია“, - ნათქვამია ჩინეთის მთავრობის განცხადებაში.

ჩინეთში მიიჩნევენ, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება ახალგაზრდა თაობისთვის. აკრძალვა იმოქმედებს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ ახაგაზრდულ ნაკრებზეც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090701