სხვა

3:15 | 2.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთიოპიელებმა 5 კილომეტრზე მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესეს

ეთიოპიელმა მორბენლებმა, ბერიჰუ არეგავიმ და ეჟეგაიეჰუ ტაიემ, ბარსელონაში ასპარეზობისას, 5 კილომეტრზე სირბილში, მსოფლიო რეკორდბი გააუმჯობესეს. გარბენში მამაკაცები და ქალები ერთად მონაწილეობდნენ, რაც ტაიეს ძლიერი სქესის მორბენლების პეისმეიკერებად გამოყენებაში დაეხმარა.

21 წლის ტაიემ, ვინც შარშან თავისი ქვეყნის რეკორდი 3000 მეტრზე სირბილში დაამყარა, 5 000 მეტრზე კი მსოფლიოში მეორე უსწრაფესი ქალი იყო, ამჯერად 5 კილომეტრი 14 წუთსა და 19 წამში გაირბინა, რაც წინა რეკორდზე 24 წამით ნაკლებია. და ეს მისთვის მხოლოდ მეორე საერთაშორისო საგზაო გარბენი იყო. მეორე ადგილი შვედმა მერაფ ბაჰტამ დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 45 წამით ჩამორჩა.

რაც შეეხება 20 წლის არეგავის (ფოტოზე), ის თავიდანვე სათავეში ჩაუდგა მოწინავე ჯგუფს და პირველი კილომეტრის განმავლობაში, პეისმეიკერის როლს თავადვე ასრულებდა. მერე კი იგრძნო, რომ მარტოს სირბილიც შეეძლო და ყველა ჩამოიტოვა.

5 000 მეტრზე სირბილში ბრილიანტის ლიგის ჩემპიონმა, ფინიშის ხაზი 12 წუთსა და 49 წამში გადაკვეთა და 2 წამით გააუმჯობესა უგანდელი ჯოშუა ჩეპტეგეის რეკორდი, რომელსაც ერთი თვით ადრე, საფრანგეთის ლილში ასპარეზობისას ვერ შესწვდა. მეორე ადგილი უგანდელმა პიტერ მარუმ დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160332