სხვა

3:18 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეივეზერი დუბაიში საჩვენებელ შეხვედრას გამართავს

ფლოიდ მეივეზერი კიდევ ერთი საჩვენებელი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ის რინგზე დუბაიში, 20 თებერვალს გავა. მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ბრძოლის ადგილად კი „ბურჟ ალ ოტელია“ შერჩეული.

არაოფიციალური ინფორმაციით, მეივეზერს მეტოქედ კიდევ ერთი იუთუბერი, რეშად „მანი კიკს“ ბელჰასა ჰყავს შერჩეული. სხვათა შორის, ბრძოლიდან ოთხი დღის შემდეგ, მას 45 წელი შეუსრულდება.

მეივეზერი კრივიდან 2015 წელს წავიდა, მაგრამ დაბრუნდა იმისთვის, რომ კონორ მაკგრეგორს შეხვედროდა. ბრძოლა 2017 წელს შედგა და რა თქმა უნდა, მეივეზერის გამრჯვებით დასრულდა. ეს პროფესიონალურ რინგზე მისი 50-ე ბრძოლა და 50-ე გამარჯვება იყო.

მისი ბოლო ბრძოლა საჩვენებელი იყო. მეტოქე - პოპულარული იუთუბერი ლოგან პოლი. შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„განსაკუთრებული მაყურებელი გვეყოლება. არც ისე ბევრი, მაგრამ განსაკუთრებული. ასე რომ, თუ შანსი გექნებათ იმისა, რომ დაესწროთ, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან, ძალიან გაგიმართლათ“, - ამბობს მეივეზერი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174914