სხვა

18:11 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მეათე ადგილი მსოფლიო თასზე

თბილისში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა.

პირველ წრეში ქართველმა მოფარიკავეებმა საუდის არაბეთი ადვილად, 45:23 დაამარცხეს, რასაც რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, 40:45 მარცხი მოჰყვა. შედეგად, საქართველომ მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.

მეცხრე ადგილისთვის ბრძოლა ქართველმა მოფარიკავეებმა ჰონგ კონგის 45:30 ძლევით დაიწყეს, მერე იაპონიასაც მოუგეს (45:43), მაგრამ ბოლო შეხვედრა ამერიკასთან 30:45 წააგეს და ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095895