სხვა

16:59 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

აღმასკომის სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი - დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე (პეკინი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი.

პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა (პეკინი, ჩინეთი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) ოლიმპიური სოფელი

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა

2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა

3. კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა

4. გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა

5. მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა

6. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა

7. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა

8. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა

9. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა

10.დენის სამოხინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგარუობა)

11. პაველ სლიუსარენკო - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)

12. ევგენი რუკავიცინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)

13. სერგეი დუდაკოვი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)

14. ივან ნარდი - მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)

15. ნიკოლა პაულონი - მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)

16. ლევან გურეშიძე - მწვრთნელი (ციგაობა)

17. მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი

18. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

19. გიორგი ესაკია - ადმინისტრაციული პერსონალი

20.ფირუზ თუნაძე - სამედიცინო პერსონალი ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი - ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი

2. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი

3.მარიამ გიორგობიანი - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები

• თენგიზ პაჭკორია

• ხატია ჯიჯეიშვილი

რეზერვი

• ნიკა ეგაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა)

• ალინა ურუშაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა)

• დანილ პარკმანი /ანასტასია მეტოლკინა - სპორტული წყვილები (ფიგურული ციგურაობა)

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168021