ჩინეთის დედაქალაქში მოსული თოვლის მიუხედავად, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვნურ თოვლს გამოიყენებენ. ჩზანცზიაკოუში და იანცინში ხელოვნური თოვლის დასამზადებლად უკვე მომარაგებულია ათობით მილიონი ლიტრი წყალი. თუმცა, სპორტსმენთა ნაწილი მის ხარისხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. მათი შეფასებით, მეტწილად ყინულის ნაჭრებისგან შემდგარი საფარი, უფრო სწრაფია და საშიშია ტრავმებისთვის.თავის მხრივ სპეციალისტები, რომლებიც ოლიმპიური ობიექტების მომზადებით არიან დაკავებულნი, მათ ამგვარ შეფასებებს არ იზიარებენ.
პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე სამთო სათხილამურო ტრასების დაახლოებით 90 პროცენტი ხელოვნური თოვლით იყო დაფარული. მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენეს ვანკუვერი-2010 და სოჭი-2010-ის თამაშებზე.
დღესდღეობით იანცინში ხელოვნური თოვლის დამამზადებელი დაახლოებით 200 გამაფრქვეველი დგას, ასევე გაყვანილია მილები და სპეციალური რეზერვუარებიდან წყლის მოსაწოდებელი ტრანშეა.
GEONOC.ORG.GE







