დღეს ჩინეთში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ ქართველი მოთხილამურეები, პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე, ასევე - მათი მწვრთნელი ივან ნარდი.
ნინო წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, სოსო ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე - 13-16 თებერვალს.
GEONOC.ORG.GE







