საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საგანგებო შემთხვევებისთვის შეჯიბრებათა ჩატარების წესები გამოაქვეყნა.
წესები მიმართულია ამა თუ იმ სპორტსმენისთვის COVID-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში თამაშების შედეგების შესამსუბუქებლად.
სპორტის თითოეული სახეობისთვის შემუშავებულია ცალკე რეგლამენტი, რომელთა განხორციელებაც დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე.
წესები ასახავს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2021 წლის დეკემბერში დადგენილ 3 პრინციპს:
1. კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზის გამო შეჯიბრების გამოტოვების შემთხვევაში, არცერთი სპორტსმენი ან გუნდი არ იქნება მოხსენიებული, როგორც "დისკვალიფიცირებული". ამის ნაცვლად გამოიყენებენ ტერმინს - "სტარტზე არ გასულა (DNS), ან ნებისმიერი სხვა შესაბამის აღნიშვნას, რომელიც სპორტის კონკრეტული სახეობისთვის არის დამახსიათებელი.
2. სპორტსმენის ან გუნდის მინიმალური შედეგი აღნუსხული იქნება შეჯიბრების იმ ეტაპის გათვალისწინებით, საიდანაც მონაწილეობის გაგრძელებაც ვერ შეძლო.
3. სპორტის იმ სახეობებში, სადაც ეს შესაძლებელია, სპორტსმენის ან გუნდის ადგილს, რომლებსაც ასპარეზობა კორონავირუსის გამო არ შეუძლიათ, დაიკავებს მეტნაკლებად შესაფერისი სპორტსმენი ან გუნდი. ამგვარი გადაწყვეტილება ასპარეზობების შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას იძლევა.







