სხვა

2:53 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფუკუოკაში ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი პანდემიის გამო გადაიდო

ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში, მაისში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო, მომავალ წელს, ივლისში ჩატარდება.

პირვანდლი განრიგით, მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის და იმის გამო გადაიდო, რომ შარშან ტოკიომ ოლიმპიადას (ასევე გადადებულს) უმასპინძლა.

„პანდემიის სიტუაციის და იაპონიაში შემოღებული მკაცრი შეზღუდვების გამო, FINA და ფუკუოკას ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი შეთანხმდნენ, რომ მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გადადებულიყო“, - ნათქვამია FINA-ს შეფ ჰუსაინ ალ-მუსალამის განცხადებაში.

შესაბამისად, გადასადები გახდა მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატი, რომელიც ყატარში, 2023 წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ 2024 წლის იანვარში გადაიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097601