სხვა

22:11 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

IOC პეკინის თამაშებზე მაყურებელთა დაშვების კრიტერიუმებზე საუბრობს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოპერაციების სამსახურის დირექტორის პერ დუკრეს ცნობით, IOC პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად სპეციალურ მოსაწვევებს დაუგზავნის გულშემატკივრებს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვლის ჩათვლით მკაცრი ანტიკოვიდური შეზღუდვების დაცვით ჩატარდება, მათ შორის, ტრიბუნებზე მცირერიცხოვან გულშემატკივართა დაშვებით.

"გულშემატკივრებისთვის მოსაწვევების დაგზავნა გადავწყვიტეთ, რათა ტრიბუნებზე უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ტრიბუნებზე ადამიანთა დასაშვები რაოდენობა განსაზღვრული იქნება სპორტის სახეობის პოპულარობის შესაბამისად. გათვალისწინებული იქნება ისიც, თუ სად ტარდება შეჯიბრება - ღია ცის ქვეშ, თუ შენობაში. ყველა სახეობას დასწრების თავისი წესი ექნება. გულშემატკივრები ობიექტებზე გარკვეული კრიტერიუმებით დაიშვებიან, - აცხადებს დუკრე და დასძენს, რომ გულშემატკივრებს საოცარი გახსნის ცერემონია ელით, - თამაშების გახსნის ცერემონია ფანტასტიკური იქნება. მიდის ბოლო რეპეტიციები. იმედია, პარასკევს ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის."

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090134