კომპანია „ნილსენს გრეისნოდის“ მიერ ჩატარებული ანალიზი უჩვენებს, რომ პეკინის ზამთრის თამაშებზე, ყველაზე მეტი მედლის მოპოვების შანსი ნორვეგიელ ოლიმპიელებს ექნებათ. მეორე ადგილს კი გერმანელები დაიკავებენ.
ნორვეგიელმა სპორტსმენებმა მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში, პიონჩანის ოლიმპიადაზეც გაიმარჯვეს. მათ ჯამში 39 მედლის მოპოვება შეძლეს, რომელთაგან 14 ოქროსი იყო. „ნილსენს გრეისნოდის“ ვარაუდით, ვიკინგების შთამომავლები პეკინში 44 მედალს აიღებენ, რომელთაგან 21 ოქროსი იქნება.
ნორვეგიელებს ყველაზე მეტი მედლის მოპოვების შანსი ბარის თხილამურობაში და ბიათლონში აქვთ. თუმცა მათ გუნდს ხელი კორონავირუსმა დარია და შეიძლება შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. „ნილსენს გრეისნოდი“ ვარაუდბს, რომ სკანდინავიელები ამ სახეობებში 28 მედალს მოიპოვებენ.
პროგნოზის შესაბამისად, გერმანელებს და რუსებს 30-30 მედლის მოპოვების შანსი ექნებათ. ამასთან, პირველები 11 ოქროს მოიპოვებენ, რუსებს კი 10 ოქრო დარჩებათ. გერმანიის გუნდმა მედლების ჩათვლაში, პიონჩანშიც მეორე ადგილი დაიკავა.
რუსეთის გუნდი ამჯერადაც თავიანთი ოლიმპიური კომიტეტის დროშით იასპარეზებენ, რადგან მათზე დოპინგთან დაკავშირებული სანქციები კვლავაც ძალაშია.
პროგნოზის მიხედვით, მეოთხეზე შეერთებული შტატები გავა, რომელიც პიონჩანზე ორით ნაკლებ, 7 ოქროს მედალს მოიპოვებს. თუმცა ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კანადა უკან ჩამოიტოვოს. კანადელებმა კორეაში 110 ოქროს მედალი აიღეს და მესამეზე გავიდნენ. პეკინში კი მათ პროგნოზით 5 ან 6 ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნებათ.
პროგნოზების შემუშავებისას, „გრეისნოდი“ ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებსა და მსოფლიო თასებზე დაფიქსირებულ სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე სპორტსმენთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებს ამუშავებს.
„გრეისნოდის“ პროგნოზით, მხოლოდ მე-12 ადგილს დაიკავებს მასპინძელი ჩინეთი, რომელსაც ექვსი ოქროს, სულ კი 13 მედლის მოპოვების შანსი აქვს.
პეკინის ოლიმპიადა სტარტს 4 თებერვალს აიღებს და 20 თებერვალს დასრულდება.









