სხვა

13:48 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეკინში გახსნილი ოლიმპიური ზავის დაფა ოლიმპიური თამაშების მშვიდობის მისიისადმი ერთგულების ნიშანი იქნება

პეკინში "ოლიმპიური ზავის" დაფა გაიხსნა. ცერემონია ოლიმპიურ სოფელში, ჩინური ახალი წლის აღნიშვნის დღეს შედგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი და პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იან შუანი.

"ეს მეტად სასიამოვნო მომენტია. ამგვარად ვაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს სამყარო, თუ ერთი და იგივე წესებს დავიცავთ და ერთმანეთს ვცემთ პატივს. ეს არის ნამდვილი ოლიმპიური სული. ასეთია ოლიმპიური თამაშების გზავნილი: ასპარეზობებით მსოფლიოს გაერთიანება. გიწვევთ ყველას საკუთარი ხელმოწერა გააკეთოთ "ოლიმპიური ზავის" დაფაზე, რათა ოლიმპიური თამაშების მშვიდობის მისიისადმი თქვენი ერთგულება წარმოაჩინოთ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, დაიცვან ოლიმპიური ზავი", - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163612